ლენტეხის N1 საჯარო სკოლას სასწავლო წლის დაწყება მთავრობის წარმომადგენლებმა მიულოცეს
20-09-2019
ლენტეხის N1 საჯარო სკოლას ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა, მიულოცეს.
პირველკლასელებს საჩუქრად ბუკები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.
„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს გამორჩეულად ნაყოფიერი წელი. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მოაზროვნე, განათლებული ახალგაზრდების ხელშეწყობა და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნაა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი კვლავ გამოირჩევა მაღალი აკადემიური მაჩვენებლით, ამ წარმატებაში კი მნიშვნელოვანი წვლილი პედაგოგებს მიგიძღვით. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენი მთავრობის პირობებში დაფასდა თქვენი დაუღალავი შრომა. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ პროფესიულ წინსვლას და წარმატებას!“, - მიმართა სასკოლო საზოგადოებას არჩილ ჯაფარიძემ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს