თბილისის N29 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
20-09-2019
თბილისის N29 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
სარემონტო სამუშაოები საკლასო ოთახებს, დერეფნებს, კიბის უჯრედებს, სველ წერტილებს, ფოიეს და სპორტული დარბაზს ჩაუტარდა. მთლიანად შეიცვალა ელექტრო გაყვანილობის და წყალკანალიზაციის ქსელი, შენობის სახურავის საწვიმარი მილები და ძაბრები. საკლასო ოთახებში დამონტაჟდა მაღალი ხარისხის მდფ-ის კარები, შეიცვალა იატაკი, ჭერში ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება დამონტაჟდა.
რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს