თბილისის N21 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა
20-09-2019
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის პროგრამის - ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს.
სარემონტო სამუშაოები თბილისის N21 საჯარო სკოლაში უკვე დასრულდა. საკლასო ოთახებში დამონტაჟდა მაღალი ხარისხის მდფ-ის კარები, ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, შეიცვალა იატაკი, ჭერში დამონტაჟდა თანამედროვე, ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება, შეიცვალა ელექტროობა, მოეწყო ადაპტირებული სველი წერტილები.
სკოლაში ფუნქციონირებს ახლად რეაბილიტირებული 523 კვმ სპორტული დარბაზი. რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებულ იქნა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები.