კერძო სკოლა „მილენიუმს“ განახლებული ბიბლიოთეკა აქვს
20-09-2019
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმი“ 2019-20 სასწავლო წელს განახლებული ბიბლიოთეკით შეხვდა.
ბიბლიოთეკის საზეიმოდ გახსნის საპატიო მისია და ლენტის გაჭრის პროცესის შესრულება მე-10 კლასის გამორჩეულ მოსწავლე ლიზი ფუტკარაძესა და სკოლის დირექტორს ხვდათ წილად.
„ახალი სასწავლო წლისთვის „მილენიუმში“ ბევრი ახალი, საინტერესო სივრცე შეიქნა, ბევრიც გალამაზდა. მათ შორის სკოლის ბიბლიოთეკა, რომელმაც, თავის დროზე, მოხიბლა ავტორიზაციის ჯგუფი. დღეს ჩვენი უხმოდ მეტყველი მეგობრები ლამაზად მორთულ ოთახს ამშვენებენ და მეტად იზიდავენ მკითხველთ. საბედნიეროდ, აქტიური მკითხველები არასდროს აკლდა ჩვენს წიგნთსამყოფელს“, - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პოეტი ცირა ბულაშვილია.
„ჩვენი ბიბლიოთეკის მესვეური პოეტი ქალბატონი ცირა ბულაშვილია, რომელსაც არასოდეს შეეშლება წიგნების სიყვარული და ამ სიყვარულს უნერგავს ჩვენს მოსწავლეებს. ჩვეულებრივ წყნარი და მშვიდი ოთხი დღეს ჟრიამულის ხმებით აივსო, ბევრი ლამაზი სიტყვა ითქვა და ყოველდღე შეხვედრის იმედით დაგვემშვიდობა“,- აცხადებს კერძო სკოლის წარმომადგენელი.
სკოლა „მილენიუმი“ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.