ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში ახლად აშენებული საჯარო სკოლა გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და დეპუტატი სიმონ ნოზაძე ესწრებოდნენ. მიწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალ სკოლაში სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
თანამედროვე ტიპის ორსართულიანი შენობა, რომლის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა, 120 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში ფუნქციონირებს ცალკე მდგომი სპორტული დარბაზი და გარე სპორტული მოედანი.
მშენებლობისთვის გამოყენებული ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა, რომელსაც ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია გააჩნია. მისი გამოყენება დასაშვებია სკოლებში და საბავშვო დაწესებულებებში.