ვანის N2 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს მოწესრიგებული გარემოთი შეხვდა
20-09-2019
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს მოწესრიგებული გარემოთი შეხვდა.
მასწავლებლებმა მოსწავლეებს საკლასო ოთახები დეკორატიულად გაფორმებული დაახვედრეს. როგორც ვანის სკოლის წარმომადგენელმა განაცხადა, მოსწავლეები და მშობლები ფერადი და ლამაზი ოთახების ნახვით აღფრთოვანდნენ და სკოლის ამ სიურპრიზით კმაყოფილები დარჩნენ.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეებს საჩუქრად სახელმძღვანელოები გადაეცათ.
ვანის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ულოცავს მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს ეს წელი კიდევ უფრო წარმატებული იყოს, ვიდრე გასული წლები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს