დაბა ხულოს საჯარო სკოლის პედაგოგმა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიიღო
20-09-2019
დაბა ხულოს საჯარო სკოლის პედაგოგმა, ჯემალ შანთაძემ, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიიღო.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ჯემალ შანთაძემ წოდება ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში დაუღალავი შრომის შედეგად მოიპოვა. მას წოდება „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრმა“ მიანიჭა.

„ახალი სასწავლო წელი სასიამოვნო სიურპრიზებითა და წარმატებით დაიწყო. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა არამხოლოდ ჩვენი პედაგოგისთვის არამედ მთელი სკოლისთვის. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ჯემალს იმ გაწეული სამსახურისთვის, რომლის საშუალებითაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ. მას წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში“, - ნათქვამია დაბა ხულოს საჯარო სკოლის განცხადებაში.

სკოლა ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს მომავალში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203