აფნიის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო მღებრიშვილმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
20-09-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აფნიის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ნინო მღებრიშვილმა, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

აფნიის საჯარო სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ნინო მღებრიშვილი წარმატებული მასწავლებელია.

სკოლა ნინო მღებრიშვილს ულოცავს ამ წარმატებას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, მასწავლებლები ოთხი კატეგორიის მიხედვით ნაწილდებიან. მასწავლებლის სქემა საშუალებას აძლევთ მათ, კატეგორიაში დაწინაურდნენ და შესაბამისად, გაზრდილი ანაზღაურებაც მიიღონ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203