ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში მარნეულის მასშტაბით პირველი ადგილი მოიპოვა
20-09-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ინტელექტუალთა გუნდმა „ბარბაროსებმა“ მარნეულის მასშტაბით გამართულ თამაშში - „რა? სად? როდის?“ პირველი ადგილი მოიპოვა.
გუნდმა 16 შეკითხვიდან 12 -ს სწორი პასუხი გასცა. თამაშის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები, ხოლო საპრიზო ადგილზე გასულებს წიგნები გადაეცათ.
თამაში „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. გუნდებს მარნეულის N5 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. თამაშში სულ 10 გუნდი მონაწილეობდა.
ინტელექტუალური თამაშის თემატიკა იყო ევროპისა და ევროკავშირის ისტორია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს