ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი ზარი დარეკეს
20-09-2019
ქედის მუნიციპალიტეტის ზვარეს საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი სასიამოვნოდ დაიწყო.
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა. ზეიმზე შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სკოლის დირექტორმა მიმართა, რომელმაც მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი წელი უსურვა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და დღე საინტერესოდ გაატარეს. ბედნიერმა პატარებმა სიხარულით აღმართეს დროშა და პირველი ზარიც დარეკეს.
მოგვიანებით, მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ და შემართებით შეუდგნენ სასწავლო პროცესს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს