წერეთლის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მოხატული დახვდათ
20-09-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მოსწავლეებს სიურპრიზად მოხატული სკოლა დაახვედრეს.

მოსწავლეებს სკოლის დერეფანში, იატაკზე, ფერადი ყვავილების, ანიმაციური გმირების თუ სხვა ნახატების ნახვა შეუძლიათ.

როგორც წერეთლის საჯარო სკოლის წარმომადგენელი აცხადებს, მოსწავლეებს სიურპრიზი ძალიან მოეწონათ და ყველანი კმაყოფილები დარჩნენ.

წერეთლის საჯარო სკოლა ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203