განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოები ყველა საჯარო სკოლას დაურიგდა
20-09-2019

2019-2020 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოები ყველა საჯარო სკოლას დაურიგდა.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, სახელმძღვანელოების მიწოდება დარჩენილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც მობილობით შეიცვალეს სკოლა და ესა თუ ის სახელმძღვანელო აკლიათ.

„სახელმძღვანელოების მიწოდების პროცესი ყველა საჯარო სკოლაში დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს მობილობით გადასული მოსწავლეებისთვის იმ წიგნების მიწოდება, რომლებიც მათ აკლიათ. სხვა არანაირი პრობლემა არ არის“, - განაცხადეს სამინისტროში.

ასევე იხილეთ: წელს მე-7 კლასში მოსწავლეები შეცვლილი პროგრამებით ისწავლიან

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203