ლენტეხის N1 საჯარო სკოლას ახალი სასწავლო წლიდან ორი სერტიფიცირებული მასწავლებელი შეემატა
19-09-2019
ლენტეხის N1 საჯარო სკოლას ორი სერტიფიცირებული მასწავლებელი შეემატა. 

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, სკოლა წარმატებულ სკოლათა შორის დასახელდა.

სკოლის 24 მასწავლებლიდან 14 სერტიფიცირებულია, ამათგან ზოგიერთ მასწავლებელს ორი-სამი სერთიფიკატიც აქვს. სკოლას ახალ სასწავლო წელს ორი სერტიფიცირებული მასწავლებელი შეემატა. ესენი არიან: ნინო დევდარიანი და მაია ლიპარტელიანი. სკოლა ორივე მათგანს ულოცავს წარმატებას.

სკოლის მასწავლებელი ლარისა ლიპარტელიანი სექტემბრის ბოლოდან უფროსი მასწავლებლის სტატუსზე წარდგენას ელოდება. სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი კი გარე დაკვირვების მოლოდინშია. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სხვა მასწავლებლებიც აქტიურად არიან ჩართული პროფესიული განვითარების საქმეში და დეკემბრის ბოლოს მათაც მიულოცავენ სტატუსის ცვლილებას.

ლენტეხის N1 საჯარო სკოლა ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს ულოცავს ახალი  სასწავლო წლის დაწყებას და უამრავ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203