ლიეტუვის საელჩოს ეგიდით 20 სექტემბრიდან „საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს თასი 2019“ გაიმართება
19-09-2019
საქართველოში ლიეტუვის საელჩო მიმდინარე წლის  20 სექტემბრიდან ონლაინ რეჟიმში „საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს თასი 2019“-ის ჩემპიონატს გამართავს.

„საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს თასი 2019“-ის გათამაშებაში მონაწილეობა 15-დან 35 წლამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს თასი 2019“ არის, ონლაინ მენეჯმენტისა და მეწარმეობის უნიკალური გამოწვევა. შეჯიბრის პროცესი დაფუძნებულია ვირტუალურ ონლაინ ბიზნეს გარემოზე Simformer Business Simulation, სადაც თქვენ შეგიძლიათ მართოთ ვირტუალური კომპანია. ამ პლატფორმის ძირითად მახასიათებლად მიიჩნევა რეალური კონკურენცია და მენეჯმენტის სრული ფუნქცია, ასევე ტიპიური ბიზნეს პროცესები. თქვენ გექნებათ ურთიერთობა, კომპიუტერული პროგრამის მიერ შერჩეულ ბიზნეს პარტნიორებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და კონკურენციას გაუწევთ შეჯიბრის სხვა მონაწილეებს.

გამარჯვებულები ფულად პრიზებს მიიღებენ: I ადგილზე გასული - 1 500 ევროს, II ადგილზე გასული - 1 000 ევროს, III ადგილზე გასული კი - 500 ევროს.

რეგისტრაცია დაწყებულია და დასრულდება 19 სექტემბერს.

დეტალებისათვის იხილეთ ბმული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203