წერეთლის საჯარო სკოლაში პედაგოგიური საბჭოს 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სხდომა ჩატარდა
19-09-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლაში პედაგოგიური საბჭოს 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე პედაგოგებმა ახალი სასწავლო წელი დაგეგმეს და დასახულ მიზნებზე ისაუბრეს.
შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
პედაგოგიური საბჭო სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანოა; პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებია: ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება და დამტკიცება (სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით), სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების შერჩევა, სამეურვეო საბჭოში წარმომადგენლების მივლენა და ა.შ.
წერეთლის საჯარო სკოლა ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს მომავალში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს