კერძო სკოლა „სხივის“ ბაზაზე არსებული ჯგუფის პირველმა კლიპმა რამდენიმე საათში 50 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა
19-09-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ ბაზაზე არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტულ ჯგუფ „სხივის“ პირველი კლიპის პრემიერა სექტემბერში სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში შედგა. კლიპმა რამდენიმე საათში 50 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.
ვოკალურ - ინსტრუმენტულ ჯგუფ „სხივს“ სკოლის ბაზაზე ირაკლი ახალაია ხელმძღვანელობს. ჯგუფის პედაგოგია მარინა კიკალიშვილი.
საქართველოს მასშტაბით გამართულ ფესტივალებსა და კონკურსებზე ჯგუფი წარმატებით წარსდგა და რამდენიმე გრანპრიც დაიმსახურა.