ქუთაისის N32 საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყო
19-09-2019
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლა 2019-20 სასწავლო წელს რეაბილიტირებული სკოლის შენობით შეხვდა.

„სექტემბრის მშვენიერი, რბილი,თბილი  დილა, ჭრელაჭრულა ფოთლები, მზის უხვი  სხვივებით აფერადებული გარემო და ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N 32 საჯარო სკოლის უმშვენიერესი ყვავილებით  დამშვენებული  ეზო. უამრავი მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, სტუმრები და საზეიმო განწყობა. მასწავლებელთა მზადყოფნა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის  და  მოსწავლეებთან და მშობლებთან თანამშრომლობისთვის“, - ასე აღწერს ქუთაისის N32 საჯარო სკოლის წარმომადგენელი სწავლის დაწყების პირველ დღეს.

ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში აცხადებენ, რომ ყველა ერთად მზად არიან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს მიაღწიონ.  სკოლა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...