ნახახულევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
19-09-2019
ხონის მუნიციპალიტეტის ნახახულევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის ეზოში თავმოყრილ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სკოლის დირექტორმა მიმართა, რომელმაც მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სწავლის დაწყება მიულოცა და სკოლის შინაგანაწესი გააცნო.

საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული მოზარდები  გამოპრანჭულები ელოდნენ პირველი ზარის დარეკვას. ღონისძიების შემდეგ ყველანი საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ და ახალი შემართებით შეუდგნენ სწავლას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...