თბილისის N104 საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა
19-09-2019
სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნი ღონისძიება თბილისის N104 საჯარო სკოლამ ეზოში არსებულ სპორტულ მოედანზე გამართა. პირველკლასელებმა და უფროსკლასელებმა ერთად საცერემონიო მსვლელობა მოაწყეს.

ღონისძიება დეკორაციებითა და მუსიკალური ნომრებით იყო გაფორმებული და მას მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად სკოლის სტუმრებიც ესწრებოდნენ.

თბილისის N104 საჯარო სკოლა ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ბევრ წარმატებას უსურვებს მომავალში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...