ახუთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლებულ და მოწესრიგებულ გარემოში დაიწყო
19-09-2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახუთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლებულ და მოწესრიგებულ გარემოში დაიწყო.

ახალი სასწავლო წლის დადომა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სტუმრებს, სკოლის დირექციამ სადღესასწაულო ვითარებაში მიულოცა.

„გათენდა კიდევ ერთი ახალი სასწავლო წლის ლამაზი დილა. დილა, რომელსაც ოცნებაში, ალბათ ხშირად ხატავდა ნებისმიერი პირველკლასელი, დილა, რომელსაც გულისფანცქალით მოელოდა თითოეული თქვენგანი.

საყვარელო მოსწავლეებო, პატივცემულო მასწავლებლებო, მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ბედნიერება და სიხარული არ მოგკლებოდეთ. სიყვარული და წარმატებები იყოს თქვენი ცხოვრების მარადიული თანამგზავრი“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...