კერძო სკოლა „ანაბასისმა” წარმატებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა
19-09-2019
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში” ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღინიშნა.
სკოლის დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ 2018-2019 სასწავლო წლის შედეგების შეჯამების შემდეგ „ანაბასისელებს“ გზა დაულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„ანაბასისის“ წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა - ლუკა სამხარაძემ და ზურა შერგელაშვილმა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სკოლის აღსაზრდელებს და მათ პედაგოგებს.
თეა მიქაბერიძის ხელმძღვანელობით, სასკოლო ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაფორმდა.
კერძო სკოლა „ანაბასისი“ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და უსურვებს ულევ ენერგიას, შემართებას, წინსვლას და წარმატებებს.