ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი შთამბეჭდავად დაიწყო
19-09-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლამ, ახალი სკოლის მშენებლობიდან გამომდინარე, მეცადინეობა ჩვეულ რეჟიმში, მეზობელ სკოლაში განაახლა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, უკვე დაზრდილი, ლაღი და არგადეგებზე მიღებული შთაბეჭდილებებით სავსე მოსწავლეები, ხალისით მიუსხდნენ სკოლის მერხებს. თავდაპირველად ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და ერთმანეთს სწავლის დაწყება მიულოცეს.

საპატიო სტუმრებად სკოლაში მოწვეული იყვნენ გასული წლის კურსდამთავრებულები, უკვე სტუდენტები, რომლებმაც მოსწავლეებს რჩევა-დარიგება მისცეს და ახალი სასწავლო წელი მიულოცეს.

სკოლის დირექტორმა წარჩინებულ მოსწავლეებს დიპლომები გადასცა. ბავშვებს ამ წელსაც უფასო სახელმძღვანელოები დაურიგდათ, ხოლო პირველკლასელს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად კომპიუტერი გადაეცა.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბავშვებო, მიმდინარე სასწავლო წელს. ეს წელიც წარმატებული ყოფილიყოს, როგორც გვჩვევია განახლების საჯარო სკოლას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...