ფურტიოს საჯარო სკოლამ წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა
19-09-2019
შუახევის მუნიციპალიტეტის ლევან ბერიძის სახელობის ფურტიოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა.
ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე, ზამლეთის თემის გამგებელი ივერი კაკალაძე და ფურტიოს გამგებელი ასლან მახარაძე ესწრებოდნენ. სკოლის დირექციამ წარმატებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა, პირველკლასელებს კი კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სკოლაში 134 მოსწავლეა, მათ შორის, 16 პირველკლასელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს