შუახევის მუნიციპალიტეტის დარჩიძეების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება სადღესასწაულო ღონისძიებით აღნიშნეს.
„ჩვენი გაზაფხულიც დაიწყო, იმედი გვაქვს, ნაყოფიერი შემოდგომა გვექნება. გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული წელი გქონოდეთ თითოეულ თქვენგანს“ - ამ სიტყვებით მიულოცა სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის განახლება მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სტუმრებს და ნაყოფიერი წელი უსურვა.
სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებით შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ახლბედებისთვის აღმოჩნდა. პირველკლასელებმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად განახლებული კომპიუტერები და იაკობ გოგებაშვილისეული „დედაენა“ მიიღეს.
იხილეთ ფოტოები