ქობულეთის N6 სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება ჯილდოზე გასულმა პედაგოგმა მიულოცა
19-09-2019
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს.
ღონისძიება ჯილდოზე გასული პედაგოგის თამაზ კორძაძის მილოცვით დაიწყო. პედაგოგს ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ნათია ნიჟარაძე და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ნათია თხილაიშვილი შეუერთდნენ. მათ სკოლის საზოგადოებას ნაყოფიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
სასწავლო წლის დაწყება მიულოცა დამსწრე საზოგადოებას სკოლის დირექტორმაც, რომელმაც მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და ნაყოფიერი წელი უსურვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს