წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება სადღესასწაულო ღონისძიებით აღნიშნეს
19-09-2019

ახალი სასწავლო წლის დაწყება წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში სადღესასწაულო ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებულ და მოწესრიგებულ გარემოში შეხვდნენ.

ეს დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი პირველკლასელთათვის აღმოჩნდა, რომლებმაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად განახლებული კომპიუტერები და იაკობ გოგებაშვილისეული „დედა ენა“ მიიღეს.

სკოლამ თავისი წარმატებული მოსწავლეების შრომაც სათანადოდ დააფასა და სასწავლო წლის პირველ დღეს, მათ წარმატების სიგელები გადასცა. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს ფოლკლორული ნომრები წარუდგინეს.  

სკოლის დირექტორმა, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სტუმრებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი წელი უსურვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...