დაბა მახინჯაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა
19-09-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სასწავლო წლის დაწყებას საზეიმო ღონისძიებით შეხვდნენ.

პირველკლასელებს სკოლაში განსაკუთრებულად ლამაზი სასწავლო გარემო დახვდათ. სკოლის დირექციამ მათ საჩუქრად საკანცელარიო ნივთები გადასცა.

სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.

დაბა მახინჯაურის N1 საჯარო სკოლა ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ბევრ წარმატებას უსურვებს მომავალში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203