აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა გამართეს
19-09-2019
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწვალეებს სწავლის პირველ დღეს სკოლა და საკლასო ოთახები დეკორატიულად გაფორმებული დახვდათ.

საკლასო ოთახების იერსახის მოწესრიგებასა და ლამაზად გაფორმებაზე დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა - ზამირა აფხაზავამ (Iკლასი), ეკა სიჭინავამ (II კლასი), ირმა სიმაურიანმა (III კლასი) და დალი ეჯობიამ (IV კლასი) იზრუნეს.

მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო წერითი აქტივობები შეასრულეს და საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყეს. მოსწავლეები სასკოლო ღონისძიებაშიც მონაწილეობდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ V-X კლასის მოსწავლეები, რომლებსაც თავიანთი კლასის დამრიგებლები ხელმძღვანელობდნენ.  კერძოდ, V კლასის დამრიგებელი ნინო ფარულავა, VI კლასის დამრიგებელი ნინო გარუჩავა, VII კლასის დამრიგებელი ლალი გვარამია,VIII კლასის დამრიგებელი ეკა შელია, IX კლასის დამრიგებელი ნანი ბოკუჩავა, X კლასის დამრიგებელი მაია ჯღამაძე და XI კლასის დამრიგებელი ნარგიზა მიქაძე.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეებმა სასკოლო ფორმებით გაალამაზეს პირველი დღე, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ეფექტი შესძინა .

აფხაზეთის N7 საჯარო სკოლა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

იხილეთ ფოტოები

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203