ტიბაანის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდა
19-09-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის ტიბაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი სრულად რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს.

სკოლაში მოსწავლეებს  სუფთა და ლამაზი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები განახლებული რესურსებით დახვდათ. პირველკლასელებს საჩუქრად გადაეცათ ბუკები და სახელმძღვანელოები.

სკოლას რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით ჩაუტარდა.

მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორმა, მარინე ათანელიშვილმა და მასწავლებლებმა. მასწავლებელ მარინა ბიძინაშვილის ხელმძღვანელობითა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, სკოლის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

სასკოლო ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღი - დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის  მერი გიორგი გოგილაშვილი, სიღნაღის რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი. მათ მოსწავლეებს  სწავლის დაწყება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203