ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის წინ სიჩქარის შემანელებელი ბარიერები დამონტაჟდა
19-09-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის წინ, საავტომობილო გზაზე, სიჩქარის შემანელებელი ბარიერები დამონტაჟდა.
ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას, რომელმაც, სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, გაითვალისწინა სკოლის ადმინისტრაციის თხოვნა და აღნიშნული საკითხი მოაგვარა.
„ჩვენი მომავალი თაობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უპირველესი ამოცანაა“, - აცხადებენ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში.