ფოთის N1 საჯარო სკოლის 79 წლის მასწავლებელმა ჯილდოზე უარი განაცხადა და საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო
19-09-2019

ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლის 79 წლის მასწავლებელმა, ნატრული ტაბიძემ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე უარი განაცხადა და საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო.

ნატრული ტაბიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას 1964 წლიდან ეწევა. ის ქიმიის მასწავლებელია და 37 წელია, ფოთის N1 საჯარო სკოლაში მუშაობს. მრავალი თაობის აღმზრდელი, დამსახურებული პედაგოგი არაერთი ჯილდოს და წოდების მფლობელია. ის დამწყებ პედაგოგებს ურჩევს მოსწავლეებთან ტაქტიანები, შემწყნარებლები და გულწრფელები იყვნენ.

„მაქვს საოცნებო გეგმა – ლაბორატორიის ძველი ინვენტარის შეცვლა თანამედროვე ლამაზი დიზაინის ინვენტარით, რაც უზრუნველყოფს ქიმიის ლაბორატორიაში არსებული სხვადასხვა სახის ასობით თვითნაკეთი და ქარხნული წარმოების ხელსაწყოების წარმოჩენას უფრო თვალსაჩინოდ და ესთეტიკურად. სკოლას ფინანსურად ამის შესაძლებლობა არა აქვს. ამიტომ, წლებია დავეძებ სპონსორს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. იმედს არ ვკარგავ, ალბათ, გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი, ვინც ჩემს ოცნებას ფრთებს შეასხამს, - აღნიშნა ნატრული ტაბიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203