ბათუმის №31 საჯარო სკოლის პედაგოგებმა რუსუდან დავითაძემ და რუსუდან ცინცაძემ სტატუსი აიმაღლეს
19-09-2019
ბათუმის №31 საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა, რუსუდან დავითაძემ და რუსუდან ცინცაძემ, სტატუსი აიმაღლეს.
რუსუდან დავითაძე ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, ხოლო რუსუდან ცინცაძე ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი გახდა.
№31 საჯარო სკოლა პედაგოგებს კარიერულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები ოთხ კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.