საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლის დაწყებას საზეიმო განწყობით შეხვდნენ
18-09-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.

პირველკლასელებს სკოლაში ლამაზად მორთული საკლასო ოთახი დახვდათ და საჩუქრად ბუკები გადაეცათ. სკოლამ მოსწავლეებს სიგელებიც გადასცა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს საპატიო სტუმრებმა მიულოცეს. კერძოდ, ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარემ, საღანძილის საკრებულოს დეპუტატმა, დავით კიკნაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა ვეფხვაძემ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონულმა თავმჯდომარემ, ლალი სებისკვერაძემ.  

საღანძილის საჯარო სკოლა მათ მადლობას უხდის მილოცვისა და დაფასებისთვის და ყველა მოსწავლეს წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...