გაუწყინარის სკოლა სასწავლო წლის დაწყებას ინფრასტუქტურული სიახლეებით შეხვდა
18-09-2019
აბაშის მუნიციპალიტეტის გაუწყინარის საჯარო სკოლა 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებას სასიამოვნო სიახლეებით შეხვდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, წელს პირველ კლასში 9 მოსწავლე შევიდა და საკმაოდ მრავალრიცხოვანი კლასი დაკომპლექტდა, რომელსაც ახალგაზრდა პროფესიონალი პედაგოგი მაკა კობახიძე ასწავლის.

„მთლიანად გარემონტდა შენობაში შესასვლელი გარეთა კიბე, რომელიც ბაზალტის ქვის ფილებით მოპირკეთდა. სამუშაოები სენაკის კომპანიამ შეასრულა. აგრეთვე, სოფლის პროგრამის თანხის ნაწილით გარემონტდა და განახლდა სკოლის ეზოს უკანა ღობე. შეიღება დაწყებითი კლასების რამდენიმე ოთახის იატაკი. მოსწავლეებს კვლავ უფასოდ გადაეცათ სახელმძღვანელოები, ხოლო პირველ კლასელებს ბუკები.

წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეები წავიდნენ კაჭრეთის, ანაკლიის, ბათუმისა და წყემის ბანაკებში. ასევე სკოლაში განხორციელდა პენსიონერი მასწავლებლების წასვლა და მათ მაგივრად ახალგაზრდა კადრების შემოსვლა სკოლაში, როგორც უკვე გამოვაქვეყნეთ. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მოსწავლეებსა და მშობლებს ახალ სასწავლო წელს და უსურვებს მათ წარმატებებს სასკოლო და პირად ცხოვრებაში“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...