მარტვილის მუნიციპალიტეტის ბალდის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებულ შენობაში შეხვდა.
2019-20 სასწავლო წელს სკოლამ 14 პირველკლასელი მიიღო. პირველკლასელებს საკლასო ოთახები მორთული დახვდათ და საჩუქრად ბუკები გადაეცათ. მათ საზეიმოდ ლექსები წარმოთქვეს.
ბალდის საჯარო სკოლა პირველკლასელებს ულოცავს მოსწავლის სტატუსის მიღებას და წარმატებებს უსურვებს სასკოლო ცხოვრებაში.
იხილეთ ფოტოები