აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს ახალი შემართებით შეხვდა
18-09-2019

აფხაზეთის N 22 საჯარო სკოლა ახალ 2019-2020 სასწავლო წელს ახალი შემართებით შეხვდა.

სკოლის დირექტორმა და ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის განახლება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სტუმრებს საზეიმო ვითარებაში მიულოცა.

მისალოც ღონისძიებაზე პირველკლასელებს საჩუქრად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შეძენილი განახლებული კომპიუტერები და იაკობ გოგებაშვილისეული „დედაენა“ გადასცეს, წარმატებული მოსწავლეები კი სიგელებით დააჯილდოვეს.

საზეიმო ღონისძიება სკოლის დირექტორმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...