ქუთაისის N33 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა
18-09-2019
ქუთაისის N33 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა.
„დიდი მონდომებით, შემართებით და განახლებული ინფრასტრუქტურით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს. მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელის პროგრამაში“. სკოლის დირექტორმა, მარინა ისკაკოვამ დააჯილდოვა გასული წლის წარმატებული და საუკეთესო მოსწავლეები და პედაგოგები. პირველკლასელებს გადაეცათ სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. გახსნის ცემონია დავასრულეთ ჰიმნის თანხლებითა და დროშის აღმართვით. ყველას წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ, ჩვენო პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო. ვიწყებთ თქვენი თანადგომითა და ჩვენი უდიდესი სიყვარულით სკოლისა და ცოდნის მიმართ“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.