ბარდნალის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი დღე სადღესასწაულო ღონისძიებით აღნიშნეს
18-09-2019
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ცაგერის მუნიციპალიტეტის ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის  საჯარო სკოლაში სადღესასწაულო ღონისძიებით აღნიშნეს.

ახალი 2019-2020 სასწავლო წლის მისალოცი ღონისძიება სკოლის დირექტორმა საზეიმო სიტყვით გახსნა და პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა.

ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად განახლებული კომპიუტერები და იაკობ გოგებაშვილისეული „დედა ენა“ მიიღეს.

სადღესასწაულო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სტუმრები ფოლკლორულ შემოქმედებასაც აზიარეს და სიმღერითა და ცეკვით მოხიბლეს.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...