სენაკის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დადგომა შთამბეჭდავად აღინიშნა
18-09-2019

ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე შთამბეჭდავად აღინიშნა.

მოსწავლეები ახალ 2019-2020 სასწავლო წელს განახლებულ, სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში შეხვდნენ.

ეს დღე განსაკუთრებით პირველკლასელებს დაამახსოვრებათ, რომლებმაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად განახლებული კომპიუტერები და იაკობ გოგებაშვილისეული „დედა ენა“ მიიღეს.

სკოლის დირექტორმა სასწავლო პროცესის განახლება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი წელი უსურვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...