ახალი 2019-2020 სასწავლო წელი ხაშურის N8 საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, სადღესასწაულოდ აღინიშნა.
სკოლის განახლებულ და მოწესრიგებულ გარემოში მისულ პირველკლასელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კუტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაგზავნილი საჩუქარი, განახლებული კომპიუტერები გადასცეს.
სასწავლო პროცესის განახლება ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს სკოლის დირექტორმა მიულოცა.
„ასე დაიწყო 2019-2020 სასწავლო წელი ხაშურის N8 საჯარო სკოლაში. იმედია, ეს წელიც ისეთივე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, როგორც, - გასული სასწავლო წელი.