„ახალი სასწავლო წელი წინსვლის და ახალი გამარჯვებების წელი ყოფილიყოს“, - თბილისის N8 საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს სწავლის დაწყებას ულოცავს
18-09-2019
თბილისის N8 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება ზეიმით აღნიშნეს. სპეციალურად პირველკლასელებს სკოლის დირექტორმა მოსწავლის სტატუსის მიღება განსაკუთრებულად მიულოცა.
„გილოცავთ ახალი 2019-20 სასწავლო წლის დაწყებას. ეს წელი წინსვლის და ახალი გამარჯვებების წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის“, - აცხადებს თბილისის N8 საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მაისურაძე.
აკაკი კივილაძის სახელობის თბილისის N8 საჯარო სკოლა საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და ბევრ წარმატებასა და სიხარულს უსურვებს.