თბილისის N48 სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება შთამბეჭდავად აღნიშნეს
18-09-2019
თბილისის N48 სკოლაში ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება გრანდიოზული სადღესასწაულო ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს სკოლის დირექტორმა ირმა ფუხაშვილმა ახალი სასწავლო წლის დადგომა მიულოცა და ნაყოფიერი და წარმატებული წელი უსურვა.

მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებულ, სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში შეხვდნენ.  

განსაკუთრებით პირველკლასელებმა გაიხარეს, რომლებმაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად განახლებული კომპიუტერები მიიღეს.
დაწყებითი კლასების მასწავლებლები, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად, მარტივ გასართობ თამაშებში ჩაერთნენ, მათვე მიიღეს მონაწილეობა სახალისო შეჯიბრებაში, მუსიკალურ თუ საცეკვაო ნომრებში.

მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დადგომა ამავე სკოლის პირველმა დირექტორმა დემურ კალანდაძემაც მიულოცა. შთამბეჭდავი ღონისძიება, სტუმრებსა და მოსწავლეებს კარგა ხანს ემახსოვრება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...