ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას სუფთა, განახლებულ და მოწესრიგებულ საკლასო ოთახებში დაუბრუნდნენ
18-09-2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის ოსიაურის საჯარო სკოლაში ახალი 2019-2020 სასწავლო წელი, ტრადიციულად, საზეიმო განწყობით დაიწყო.

მოსწავლეები ახალ სასწავლო პროცესს სუფთა, განახლებულ და მოწესრიგებულ საკლასო ოთახებში შეხვდნენ.

ახალი სასწავლო წლის დადგომა განსაკუთრებით სასიხარულო პირველკლასელთათვის გამოდგა, რომლებმაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი ახალი კომპიუტერები მიიღეს საჩუქრად.

სადღესასწაულო დღეს, სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები სიგელებით დააჯილდოვეს.

სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მიწვეულ სტუმრებს ახალი სასწავლო წლის დადგომა მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.   

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...