გაიცანით ბუთურაულის საჯარო სკოლის სერტიფიცირებული პედაგოგები
18-09-2019
შუახევის მუნიციპალიტეტის, ბუთურაულის საჯარო სკოლას უკვე 10 სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავს. მათგან სამი პედაგოგი, თეონა ხიმშიაშვილი, გოჩა მიქელაძე და ნესტან აბაშიძე, სერტიფიცირებული 2018 – 2019 სასწავლო წელს გახდა.

სკოლის სერტიფიცირებულ პედაგოგთა შორის არიან: როინ დიასამიძე, მაყვალა დავითაძე, ბულბული მგელაძე - დირექტორი, ნესტან აბაშიძე, ემელიანე მამულაძე, თეონა ხიმშიაშვილი და გოჩა მიქელაძე. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები ოთხ კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...