ბარალეთის N2 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული შეხვდა
18-09-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. 

სკოლისთვის წლევანდელი სასწავლო წელი ორმაგად სასიხარულოა, რადგან სკოლის შენობას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. კერძოდ, საკლასო ოთახები შეიღება.

მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა, ნინელი ანანიაშვილმა და პედაგოგებმა.

საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს. ცეკვაში მიღწეული წარმატებისთვის მოსწავლეებს დიპლომები გადაეცათ. 

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ნანახითა და გაგონილით ყველა კმაყიფილი დარჩა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...