წერეთლის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სხდომა გაიმართა
18-09-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, წერეთლის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სხდომა გაიმართა.

შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, დამტკიცებულია შინაგანაწესი და შეთანხმებულია სასწავლო გეგმა.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მის შემადგენლობაში შედიან - მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი (თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს). ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...