ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმო ვითარებაში დაიწყო
18-09-2019

მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა პრიორიტეტია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის​, ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლისთვის. ყოველ სასწავლო წელს მოსწავლეებს ახალი სიურპრიზები ელოდებათ. სუფთა, გარემონტებული საკლასო ოთახები, ახალი დაფები, მერხები, წიგნები...

სასწავლო წელი სკოლაში საზეიმო ვითარებაში დაიწყო. მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალი სასკოლო ფორმებით შეხვდნენ. მათ განაცხადეს, რომ ამ სიახლემ მათ განწყობასა და მოტივაციაზე დადებითად იმოქმედა.

მოსწავლეები გვპირდებიან, იყვნენ წარმატებულები, ისწრაფვიან გამარჯვებისკენ. ისინი მათი საყვარელი პროექტის, „ეტალონის“ ავტორს დაესესხნენ და ერთხმად განაცხადეს, რომ ,,ერთხელ გამარჯვება ნებისმიერს შეუძლია, გამარჯვებისკენ მუდმივად სწრაფვა, - მხოლოდ გამორჩეულებს.“

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...