ორჯის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს
18-09-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორჯის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს.

სკოლაში სწავლა ექვსმა პირველკლასელმა დაიწყო.   

სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და დღე მხიარულად გაატარეს. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

სკოლაში ყველაზე მაღალი შეფასებისა და სომხეთში ისტორიის ოლიმპიადაზე მესამე ადგილის დაკავებისთვის ტათევ ხოცანიანმა ,,საუკეთესო მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...