ლანჩხუთის N1 სკოლა მოსწავლეებს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა
18-09-2019
ლამაზი და მოწესრიგებული სკოლის ინფრასტრუქტურა მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, რომლის კეთილმოწყობაში დიდი წვლილი მიუძღვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ნინო წილოსანსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

„ჩვენი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაა“- აღნიშნა თავის მილოცვაში სკოლის სტუმარმა, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში ზურაბ ნასარაიამ, რომელმაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ალექსანდრე სარიშვილთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ნინო ჩიტაძესთან ერთად, „ნეტბუკები“ გადასცა პირველკლასელებს საჩუქრად.

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს და საგანმანათლებლო სფეროს ყველა თანამშრომელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

„გისურვებთ, არასდროს დაგეკარგოთ სწავლისა და ახლის შემეცნების სურვილი. ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს აღსავსე მრავალი სასიხარულო მოვლენებით! ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ საქართველოს წარმატებული მომავალი!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...