შეუბნის სკოლამ წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა
18-09-2019
ონის მუნიციპალიტეტის შეუბნის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

სკოლის დირექტორმა, ეთერ ჩიკვილაძემ წარჩინებული სწავლისთვის, სპორტში მიღწეული წარმატებისა და სანიმუშო ყოფაქცევისთვის მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა. სკოლამ 3 პირველკლასელს საჩუქრები და პორტატული კომპიუტერები გადასცა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სიხარულით ათვალიერებდნენ საჩუქრებს და მოუთმენლად ელოდნენ პირველი ზარის დარეკვას.

სკოლის დირექტორმა ყველა მოსწავლესა და პედაგოგს წარმატებული და ბედნიერი სასწავლო წელი უსურვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...